თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! დღეს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული სამყაროს უმთავრეს მოვლენას, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც გამორჩეული და უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის.
ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იხსნა კაცობრიობა ცოდვისგან. მაცხოვარმა სიკვდილი სიყვარულითა და სინათლით დაამარცხა. აღდგომა ახალი სიცოცხლის დროა, როდესაც უფალი ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. დღევანდელი დღის სიხარული და ძალა გვინერგავს რწმენასა და იმედს, რომ სიცოცხლე იზეიმებს სიკვდილზე, ადამიანები შევძლებთ ჩვენი გონიერება და ცხოვრება მივმართოთ სიყვარულისაკენ, სიკეთისაკენ, განათლებისა და განვითარებისაკენ.
ვულოცავ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, თანამშრომლებს, მთელ საქართველოს. ვუსურვებ გაძლიერებასა და გამარჯვებას, კეთილი იმედების გამართლებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მილოცვაში.