logo_geo
eng_logo
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია გაიმართა
- +

16 აპრილი. 2023. 20:39

 

 

 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.

 

საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა. მართლმადიდებლები სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ზეიმობენ, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა და ახალ წელთაღრიცხვას დაუდო სათავე.

 

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

 

ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ტრადიციულად, არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააცნო. „წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი", - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

 

სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner