საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ქრისტეს აღდგომას გილოცავთ ყველას, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობთ. განსაკუთრებით მსურს, მივულოცო მაცხოვრის აღდგომა ძვირფას მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს. ქრისტეს აღდგომა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის გამორჩეული დღესასწაულია – ეს დღე გახლავთ მარადიული სიცოცხლის, სიხარულისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“ - აცხადებს გიორგი ამილახვარი.