„მთავარი არის პატრიარქის მოტივაცია და დამოკიდებულება, პატრიარქის სურვილი, რომ აქ ქართველები დამკვიდრებულიყვნენ და აღმდგარიყო ქართველების მოღვაწეობა“, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
იგი პირველად ისრაელში ჩამოვიდა, როგორც ტურისტი. მაშინ საბჭოთა კავშირს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ ისევ გაწყვეტილი ჰქონდა.
მოგვიანებით კი ლაშა ჟვანიამ პატრიარქის კურთხევით წმინდა მიწაზე, იერუსალიმში, ქართველთა მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი სასულიერო, კულტურული და მწიგნობრული ცენტრების კვალის მოძიება დაიწყო.
„მთავარი არის პატრიარქის მოტივაცია და დამოკიდებულება, პატრიარქის სურვილი, რომ აქ ქართველები დამკვიდრებულიყვნენ და აღმდგარიყო ქართველების მოღვაწეობა. იყო პერიოდი, რომ ჩვენ ბევრი შევქმენით, შევინარჩუნეთ, ავაშენეთ, გავაძლიერეთ იერუსალიმი, მაგრამ ასევე პერიოდი არის და ეს ფაქტია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ. ვერ შევინარჩუნეთ, დავანგრიეთ, მივატოვეთ“, - აცხადებს ლაშა ჟვანიამ.