ავტორი ანა ფერაძე
„თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას პაატა ბურჭულაძის გუშინდელ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბურჭულაძის ინიციატივა ძალიან უცნაური იყო და მისმა გაერთიანებამ სხვა პარტიებთან საზოგადოებას ნათლად დაანახა, თუ რასთან გვაქვს საქმე.
„სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე გუშინ ნამდვილად უცნაური ინიციატივით გამოვიდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ბურჭულაძეს, როგორც მომღერალს, პატივს ვცემ, მაგრამ ყოფილ ნაცებთან გაერთიანებამ დაგვანახა, თუ რასთან გვაქვს საქმე. არ მგონია, ქართველი ხალხის სურვილი წარსულში დაბრუნება იყოს", - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ.