ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მიშველიძემ ატაცში 129/133/136 კილოგრამი დაძლია და დისციპლინაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში 155/162 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდში მოგროვილი 298 კილოგრამით კი ჩემპიონობა იზეიმა.
ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძემ ატაცში თავი 122 კილოგრამს გაართვა და მე-4 საფეხურზე, იგივე საფეხური ერგო აკვრაში დაძლეული 147/153 კილოგრამით და მეოთხეა ორჭიდში მოგროვილი 298 კილოგრამითაც.
დღესვე ტურნირზე 3 მედალი და ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, რამინ შამილიშვილმა მოიპოვა.