logo_geo
eng_logo
პოლონეთი და უნგრეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს კრძალავენ
- +

16 აპრილი. 2023. 23:42

 

 

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით სხვა საკვები პროდუქტის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბის ფონზე.

 

ცენტრალურ ევროპაში ლოგისტიკურმა პრობლემებმა მარცვლეულის მარაგების სიჭარბე და ფასების დაცემა გამოიწვია, რასაც სოფლის მეურნეობის მუშაკების პროტესტი და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომაც კი მოჰყვა.

 

პოლონეთის მმართველი კანონისა და სამართლიანობის პარტიის (PiS) ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის სოფლები კრიზისის წინაშე დგანან და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას, იგი იძულებული გახდა ფერმერების დასაცავად ემოქმედა.

 

ამავდროულად, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ.

 

ვარშავამ და ბუდაპეშტმა განაცხადეს, რომ აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner