logo_geo
eng_logo
სლოვაკეთში ქართული შოუ კანკავას გოლით დაიწყო - ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ პირველად გაიტანა
- +

17 აპრილი. 2023. 00:40

 

 

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანმა“ , სადაც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ, „ბანსკა ბისტრიცას“ უმასპინძლა, ქართველების გოლებით 4:0 დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა.

 

საჩემპიონო ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა „სლოვანის“ სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, გურამ კაშია 78-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ჩაკვეეტაძემ და ჯაბა კანკავამ კი სრულად ითამაშეს.

 

მე-19 წუთზე ანგარიშის გახსნა მიხალ ფასკოს შეეძლო, მაგრამ ბრატისლაველების მეკარე მარტინ ტრნოვსკიმ პენალტი მოიგერია და „სლოვანი“ გადაარჩინა.

 

ანგარიში კი 35-ე წუთზე ჯაბა კანკავამ გახსნა – საჯარიმოს შესრულების შემდეგ „ჯვაროსნების“ ყოფილმა კაპიტანმა სტუმრების კარი ეფექტური თავური დარტყმით აიღო და „სლოვანი“ დააწინაურა.

 

„სლოვანმა“ უპირატესობა 56-ე წუთზე ჩავრიჩის გოლით გაზარდა, ხოლო 59-ე წუთზე საჯარიმოდან ეფექტური გოლი უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა გაიტანა.

 

73-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ დაიძრა, ეფექტური დარტყმით „სლოვანში“ პირველი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.

 

ამ მოგების შემდეგ ბრატისლაველებმა 57 ქულა დააგროვეს, მეორე ადგილზე არიან. „სლოვანმა“ ლიდერ „დუნაისკა სტრედასთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner