დღეიდან ბრწყინვალე შვიდეულია. ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს - ორშაბათს საფლავთა კურთხევა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულია ავტობუსების დროებითი მარშრუტები. ტრანსპორტი 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს.