ბრაზილიის პრეზიდენტმა ჩინეთსა და არაბეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას. ლულა და სილვას თქმით, მან ეს ინიციატივა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერთან განიხილა.
„პრეზიდენტი პუტინი არ იჩენს ინიციატივას ომის შესაჩერებლად, ისევე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები კი განაგრძობენ საკუთარი როლის შესრულებას. ამიტომ მათ უნდა ვუთხრათ - კმარა. „დიდი ოცეული“ შეიქმნა ეკონომიკური კრიზისის დასასრულებლად და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი დიდი ოცეული შეიქმნას ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად“, - აცხადებს და სილვა.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი.