პირველად 300 წლის შემდეგ, კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა. წირვა-ლოცვას ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, არქიმანდრიტი აბრაამი უძღვებოდა.
მიღებული იყო უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. პოლიცია ამოწმებდა საბუთებს და სააღდგომო კალათებს, რომლებიც მორწმუნეებს საკურთხად მიჰქონდათ.