რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა და ის ძალიან კარგად ვითარდება.
„რუსეთი და ჩინეთი, სამხედრო დეპარტამენტების მეშვეობით, რეგულარულად ცვლიან სასარგებლო ინფორმაციას და ერთობლივ წვრთნას ატარებენ“, - აღნიშნა პუტინმა.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრის აზრით კი, პეკინსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.