logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და ქურდობა, ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება
- +

17 აპრილი. 2023. 15:00

 

 

„დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

 

„დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება ზუსტად ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. კიდევ ასობით მილიონია დებიტორულ დავალიანებაში. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით და რომელი ყაჩაღობით გამოწვეული“, - განაცხადა მან.

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით: „ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ. ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. მათ შორის, შეიძლება დამატებით იყოს ისეთი საქმე, რომელიც გამოწვეულია ისევ ძარცვის შედეგად. ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ დოკუმენტები საქმეებზე, შესყიდვებზე და ჩამოვწეროთ დებიტორული დავალიანებიდან. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner