ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე გორში მაჟორიტარ კანდიდატებად ირაკლი ალასანიას და ირაკლი ოქრუაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მაშტაბით მშვიდ გარემოში ჩატარდება.
„ყველას არჩევანს და გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ორივე კანდიდატს - ალასანიასაც და ოქრუაშვილსაც ვუსურვებ წარმატებას. ორივე მათგანი სერიოზული პოლიტიკური ფიგურები არიან და ასევე ვისურვებდი, რომ ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩაიაროს არჩევნებმა.
ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვის დაუჭერს მხარს. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნები როგორც გორში, ასევე მთელ საქართველოში მშვიდ გარემოში ჩატარდება",- განაცხადა ტყემალაძემ.