logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართველმა სამართალდამცავებმა კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ ითანამშრომლეს
- +

17 აპრილი. 2023. 15:53

 

 

 

BBC-ის სტატიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოეხმაურა ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან.

 

„ყოფილი ხელისუფლების მიერ ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულებულა ეს ისტორია. ისინი შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პენსიონერებს და ეს ჩვენთვის ძალიან დასანანია.  ჩვენ მაქსიმუმს  გავაკეთებთ, რომ სამართალდამცავებს გვერდში დავუდგეთ. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდამცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით. გასარკვევია, სამართლებრივად როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები,  ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner