logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე: როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, მას ყველა ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს
- +

17 აპრილი. 2023. 16:20

 

 

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც საუბარია პოლარიზაციაზე.

 

„როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, მას ყველა ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს. ჩვენ ყოველ ჯერზე ვეცნობით ყურადღებით მის ეპისტოლეებს და გვაქვს მისი ეპისტოლიდან ამონარიდები სახელმძღვანელოდ. მას ვუდასტურებთ კიდევ ერთხელ სიყვარულს. ვულოცავთ აღდგომას და ვუსურვებთ, რომ დიდხანს ყოფილიყოს ქვეყნის იმედად და ბურჯად, როგორც ამდენი ათეული წლის განმავლობაში“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner