ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორია კულტურის მინისტრმა სოფო ფარჯიანთან ერთად დაათვალიერა. ლაბორატორია კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში შეიქმნა.
„საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენს რეგიონში ამ მასშტაბის პირველ კვლევით საექსპერტო ლაბორატორიას, რომლის მუშაობის შედეგადაც ნებისმიერი პირი, პირველ რიგში მუზეუმები, მაგრამ ფიზიკური პირებიც, შეძლებს დაადასტუროს ამა თუ იმ ექსპონატის თუ ნამუშევრის ავთენტურობა. ამგვარი რამ ჩვენს ქვეყანაში და ამიერ კავკასიის რეგიონშიც არ არსებობს, ამიტომ ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ საქმეში“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.