ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჰოკეისტებმა მეორე დივიზიონის A ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ისლანდიის ეროვნული გუნდი 4-1 დაამარცხეს.
მომდევნო შეხვედრა დღეს ისრაელის ნაკრებთან გაიმართება. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.