„კეზერაშვილის მიზანია, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და დესტრუქციულმა ძალებმა როგორმე მოახერხონ უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსვლა”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„სწორედ ამ თაღლითური გზით მოპოვებული თანხებითა და საქართველოდან ნაძარცვი ფულით კეზერაშვილი, როგორც თვითონვე განაცხადა ინტერვიუში, აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, ტელევიზიებს და არა მხოლოდ „ფორმულას“. მისი საუბრიდან ჩანს, რომ ის სხვა ტელევიზიებსაც აფინანსებს, ორგანიზაციებსაც. კეზერაშვილის მიზანია, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და დესტრუქციულმა ძალებმა როგორმე მოახერხონ უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსვლა“,- აღნიშნა მიქანაძემ.