„გახარებულები, ბედნიერი სახეებით გამოდიან ტელე-ეთერებში საზოგადოების წინაშე და ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მაშინ, როდესაც ისიც კი არ მოუთხოვიათ, გაეგოთ რა დგას ადამიანების დასანქცირების უკან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხს ითხოვდნენ, რატომ მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, პირიქით, გახარებულები, ბედნიერი სახეებით გამოდიან ტელე-ეთერებში საზოგადოების წინაშე და ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მაშინ, როდესაც ისიც კი არ მოუთხოვიათ, რომ გაეგოთ რა დგას ადამიანების დასანქცირების უკან. ეს კიდევე ერთხელ აჩვენებს თუ რა არის ამ ადამიანების რეალური სახე და მიზანი“,- აღნიშნა მიქანაძემ.