logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი: მიხეილ სააკაშვილი თავისივე მიღებულ კანონს არღვევს
- +

1 სექტემბერი. 2016. 16:22



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი  ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი „რეპორტიორთან" მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეომიმართვებზე საუბრობს. ჭკუასელის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არღვევს თავისივე მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო კამპპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს.



„მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. კანონი, რომელიც მან მიიღო, თავის დროზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საერთოდ არ აქვს საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება, ამას არღვევს პირველ რიგში. თავის დროზე, ასეთი ვიდეომიმართვის გამო „ახალგაზრდა იურისტებმა" სარჩელი შეიტანეს, მაგრამ არ ვიცი, რის გამო, სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

 

წარმოიდგინეთ, უკრაინაში იყოს არჩევნები და საქართველოს მოქალაქე უკრაინის მოქალაქეებს მიმართავდეს, სახელმწიფოთა შორის ამის გამო კონფლიქტი მოხდებოდა. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს კი არ უნდა ავუკრძალოთ ასეთი ვიდეომიმართვები, უკრაინის ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ, რომ მსგავსი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა „რეპორტიორთან" საუბარში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner