logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: 0%-იანი მხარდამჭერების მქონე პარტიების დღის წესრიგს რატომ უნდა დაუქვემდებაროთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელსაც ჰქვია სასამართლო ხელისუფლება
- +

17 აპრილი. 2023. 23:51

 

არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც ჰქვია სასამართლო სისტემა და რომელშიც საქართველოს ხელისუფლება არ ერევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც ჰქვია სასამართლო სისტემა და რომელშიც საქართველოს ხელისუფლება არ ერევა. 0%-იანი მხარდამჭერების მქონე პარტიების დღის წესრიგს რატომ უნდა დაუქვემდებაროთ ან ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი, ან კიდევ, მით უმეტეს, რატომ უნდა დავუქვემდებაროთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელსაც ჰქვია სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა ოდიშარიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც მოსამართლეების საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა იმავე საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს.

როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner