logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემის მიმართ რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული, მრავალწლიანი ქმედების ლუსტრაცია იქნება
- +

17 აპრილი. 2023. 23:52

 

საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის სწორედ პროპაგანდისტული, ამდენწლიანი ქმედების ლუსტრაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დაქსაქსული, დაპირისპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთმანეთს ამუნათებენ, ერთგვარად ნამუსზეც აგდებენ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც ეს იქნება მათი სწორედ პროპაგანდისტული, ამდენწლიანი ქმედების ლუსტრაცია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც მოსამართლეების საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა იმავე საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს.

როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner