logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც
- +

18 აპრილი. 2023. 14:26

 

 

„იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფასებმა დაიწია მნიშვნელოვნად საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც.

 

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და როგორც მოგახსენეთ, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთება“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner