logo_geo
eng_logo
თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი: გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს
- +

10 მარტი. 2016. 14:28



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური ფიქრობს, რომ გიორგი გაფრინდაშვილის პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით კამპანია მიმდინარეობს. როგორც საბაურმა "კვირასთან" საუბრისას განაცხადა, ადამიანებს, რომლებიც კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების საფუძველი არ აქვთ.


საბაური სიცრუეს უწოდებს, სტუდენტების ნაწილის განცხადებას, რომ 2011 წელს, გიორგი გაფრინდაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, სტუდენტური მოძრაობა "თარგმნეს" მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს.


თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვიდეომასალა, რომლითაც ისინი აპელირებენ, არ შეიცვას ძალადობის ფაქტებს და ეს კადრებიდანაც ჩანს. ამასთან, საბაურისთვის გაუგებარია, რატომ არ მიმართეს შესაბამის უწყებებს აქციის მონაწილეებმა სარჩელით, თუ, მართლაც, არსებობდა გიორგი გაფრინდაშვილის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის ფაქტები.

 

"რალურად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, აქვთ გარკვეული ვიდეოჩანაწერი, სადაც იმყოფებოდნენ ლექტორებიც, ასევე იქ იყო გიორგი გაფრინდაშვილიც, კადრები არ შეიცავს ძალადობის არანაირ ფაქტს ან დანაშაულის დაფარვის მცდელობას, ოფიციალურად და სამართლებრივად საჩივარს წერს დაზარალებული მხარე, ან თუ ფაქტი არსებობს, დაზარალებული მხარის გარეშე სახელმწიფო იწყებს გამოძიებას, მსგავსი ტიპის არაფერი არ მომხდარა, შესაბამისად, საქმე არ აღძრულა და გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ არ დამდგარა. ახლა მოვისმინე, რომ თურმე ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის პირობებში ვერ მიმართეს შესაბამის უწყებებს, ხომ შეიცვალა მთავრობა სამართლებრივად, მათ კიდევ ჰქონდათ უფლება გამოძიებისთვის მიემართათ, თუმცა რეალურად არ აქვთ არგუმენტები და რას უნდა დაეყრდნონ? ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, წარმოადგენს თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს და ცილისწამებას, მათი სურვილია გიორგი გაფრინდაშვილის პიროვნების დისკრედიტაცია, ვერ ჩამოყალიბდნენ, რისი გაპროტესტება უნდათ, ჯერ თვითმმართველობის წინააღმდეგ გამოვიდნენ, შემდეგ კანცლერი კანდიდატის", - განაცხადა შალვა საუბარმა.

 


მისი თქმით, ნიკოლოზ მეტრეველის და აქციის სხვა მონაწილეების განცხადებები არ წარმოადგენს თსუ-ს სტუდენტების პათოსს. თვითმმართველობის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამაზე ამ დრომდე გამართული აქციებზე მისული სტუდენტების რაოდენობაც მიუთითებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სენატს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს დღეს წარუდგენს. სტუდენტების ნაწილი აპირებს, აქცია გამართოს და სენატს მოუწოდოს, გაფრინდაშვილი კანცლერად არ აირჩიოს.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner