კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ძიუდოს ახალი ჯგუფი გაიხსნა. ჯგუფში 31 ბავშვია გაერთიანებული და მათ ბექა მიქუტიშვილი ავარჯიშებს.
სოფელი ხოვლე ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, სადაც სპორტის სახეობებიდან ჭიდაობა პოპულარულია.
სოფელში ბევრი სახელოვანი და წარმატებული მოჭიდავე აღიზარდა, რომლებმაც საქართველო არაერთხელ ასახელეს ევროპისა და მსოფლიო ტურნირებზე.