ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.
„ტვ „ფორმულაში“ არეულობა და წივილ-კივილი აწი ნახეთ თქვენ, მშიერმუცელა მონები რომ დაიწყებენ კეზერაშვილის 50%-იანი წილის გაყოფაზე წეწვა-გლეჯას და ერთმანეთის თავ-პირის მტვრევას...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.