18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძეგლებისა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე ფონდი ,,ქართუს” წვლილი.
მთავრობის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საერთაშორისო მარკეტინგული და ტურისტული მიმართულებით ღონისძიებების გაფართოების, ცნობადობის გაზრდის, ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის ინიციატივა გამოთქვა.
სემინარზე სამეცნიერო საკითხებთან ერთად ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთმიმართებაც განიხილეს. სემინარის ფარგლებში ბათუმელი მხატვრების გამოფენა მოეწყო.