logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: კეზერაშვილმა თქვა, რომ უნდა მედიის გადაფორმება, სინამდვილეში ეს არის მედიის გადამალვა
- +

18 აპრილი. 2023. 17:33

 

 

„კეზერაშვილმა თქვა, რომ უნდა მედიის გადაფორმება, სინამდვილეში ეს არის მედიის გადამალვა, რომ როგორმე მისი დაზიანებული რეპუტაცია ჩამოხსნას ამ მედიას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ წინ არის.

 

„საერთაშორისო მასშტაბით ჩატარებული გამოძიებებისა და ახლა უკვე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დავით კეზერაშვილს და ამ საქმის თანამონაწილეებს შეექმნათ ძალიან სერიოზული პოლიტიკური პრობლემები, გართულებები. ჯერ კიდევ წინ არის ამ საქმეებზე მართლმსაჯულების გამოძიება და მათ ეს იციან. რაც შეეხება მედიას, მან თქვა, რომ უნდა მედიის გადაფორმება, სინამდვილეში ეს არის მედიის გადამალვა, რომ როგორმე მისი დაზიანებული რეპუტაცია ჩამოხსნას ამ მედიას, რადგან კარგად იცის, რომ სხვა შემთხვევაში ეს მედია თავის მიზანს ვერანაირად ვერ შეასრულებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

 

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner