logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ხათუნა სამნიძეს: საგამოძიებო კომისია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხომ არ არის მიმართული?
- +

18 აპრილი. 2023. 20:03

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის ინიციატორ დეპუტატს, ხათუნა სამნიძე პარლამენტის სხდომაზე მოუწოდა, რომ დაასახელოს რა არის საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი და ხომ არ შეუშლის ეს ხელს ევრორეკომენდაციების შესრულებას.

„იქნებ ჩვენც გვითხრათ და საზოგადოებას უთხრათ, რა მიზნებს ემსახურება? იმ დროს, როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში ვართ, დღეს ეს საკითხი რისკენაა მიმართული? სულ რომ საფუძველი გქონდეთ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ დღეს ეს პირიქით ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს უფრო დააზიანებს. სულ რომ სწორი მოლოდინი გქონდეთ ამ კომისიისგან, ეს წაადგება, რომ ჩაგვითვალონ რეკომენდაციების შესრულებად, თუ არ წაადგება?

წლების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ პარტნიორების დახმარებით უამრავი რეფორმა განახორციელა, რეფორმის ოთხი ტალღა განახორციელა და სასამართლო ყველა გამოკითხვით, ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ვგულისხმობ, ქვეყნის მოსახლეობის ნახევრის ნდობას იმსახურებს, ეს ხომ არ არის ამის წინააღმდეგ მიმართული?

იქნებ თქვენვე მითხრათ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში ეს რა როლს ითამაშებს, პოზიტიურს თუ ნეგატიურს? და რაც ყველაზე მთავარია, ხომ არ არის მიმართული სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner