logo_geo
eng_logo
სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

1 სექტემბერი. 2016. 16:57



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადება არღვევს „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონისა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმებს და წარმოადგენს არაპროფესიულ დამოკიდებულებას საადვოკატო საქმიანობისადმი.


„მისი განცხადება შეიცავს წაქეზებას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების მიმართ არასამართლებრივი ხერხებით თავი დააღწიონ სასჯელის მოხდას და არ დაემორჩილონ დაწესებულებებში დადგენილ წესებს. ამასთან, განცხადება საფრთხის შემცველია პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და მიმართულია სისტემის დისკრედიტაციისკენ.

 

სამინისტრო არ დატოვებს აღნიშნულ განცხადებას რეაგირების გარეშე და საჩივრით მიმართავს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კომისიას ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

 

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულები  იყოფიან საშიშროების ოთხ რისკად - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი და დაწესებულებებში მათი მოთავსება საშიშროების რიკის შესაბამისად ხდება. N6 პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები არიან განთავსებულნი და დაწესებულებაში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. აღსანიშნავია, რომ N6 დაწესებულებას გასულ წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, აღიჭურვა და მოეწყო  თანამედროვე ევროპული სტანდრტების შესაბამისად, სადაც მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით, საშიშროების რისკის გათვალისწინებით. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ დაწესებულების მონიტორინგს, როგორც ინდივიდუალური ვიზიტების, ასევე, სისტემური მონიტორინგის ფარგლებში.

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულია, შესაბამისად, ის სასჯელს სწორედ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს. პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

 

სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პენიტენციური სისტემის დეზორგანიზებისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner