logo_geo
eng_logo
CNN: აშშ რუსეთს აფრთხილებს, არ შეეხოს ამერიკულ ბირთვულ ტექნოლოგიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
- +

19 აპრილი. 2023. 01:43

აშშ რუსეთს აფრთხილებს, არ შეეხოს ამერიკულ ბირთვულ ტექნოლოგიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, წერილში, რომელიც დათარიღებულია 2023 წლის 17 მარტით, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის გაუვრცელებლობის პოლიტიკის ოფისის დირექტორი რუსული Rosatom-ის გენერალურ დირექტორს წერს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „შეიცავს ამერიკული წარმოშობის ბირთვულ ტექნიკურ მონაცემებს, რომლის ექსპორტს შეერთებული შტატების მთავრობა აკონტროლებს“.

კერძოდ, საქონელი, პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგია ექვემდებარება აშშ-ის საექსპორტო კონტროლს, როდესაც შესაძლებელია მათი გამოყენება ისე, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს საფრთხე შეუქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ფიზიკურად ჯერ კიდევ უკრაინული პერსონალი მუშაობს, მას Rosatom-ი მართავს.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა გააფრთხილა Rosatom-ი წერილში, რომ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის ან სუბიექტის მიერ აშშ-ის ტექნოლოგიის მართვა არაკანონიერია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner