logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

18 აპრილი. 2023. 20:36

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ნატოს გემების რეგულარული ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner