logo_geo
eng_logo
მე-5 საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება ჩაატარა
- +

19 აპრილი. 2023. 11:32

 

 

მე-5 საარტილერიო ბრიგადამ დასკვნითი საველე სწავლება დაასრულა. ვაზიანის პოლიგონზე „გრადლარის“ ბატარეის პირველ საცეცხლე ოცეულს მე-5 საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა მხარს. ქვედანაყოფის ამოცანას წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა.

 

საველე სწავლება ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მე-5 საარტილერიო ბრიგადის დამკვირვებლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner