logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ძალიან უხერხული საყურებელია ის დაპირისპირება, რაც „ნაცმოძრაობაშია“
- +

19 აპრილი. 2023. 11:47

 

 

„ძალიან უხერხული საყურებელია ის დაპირისპირება, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს. ამ ადამიანებს ერთადერთი აინტერესებთ, რომ საკუთარ პარტიაზე ჰქონდეთ გავლენა და ძალაუფლება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზნე არც ოპოზიციაში არ შეუცვლია.

 

„მზად არიან, ძალაუფლებისთვის გაწირონ ყველა და ყველაფერი. ამით გვახსენებენ „ნაცმოძრაობის“ ბიოგრაფიას, მათ არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ზნე არ შეუცვლიათ. შესაბამისად, ეს დეჟავუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავს უპრინციპო ადამიანებს ხელისუფლების სადავეები არასოდეს ჰქონდეთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner