logo_geo
eng_logo
2016 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში მომხდარი რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 306 და დაშავდა 5314 ადამიანი
- +

1 სექტემბერი. 2016. 17:18


 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის 7 თვის განმავლობაში, 3 725 რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი  3481 იყო.



წელს, 7 თვის მონაცემებით, საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 306 და დაშავდა 5314 ადამიანი.


რაც შეეხება თბილისს, 2016 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით დედაქალაქში 1802 საგზაო შემთხვევა მოხდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1624 იყო.


შვიდი თვის განმავლობაში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად თბილისში დაიღუპა 54 და დაშავდა 2325 ადამიანი.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის სტატისტიკური მონაცემები ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიაწოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner