logo_geo
eng_logo
რუხში მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით თვალის ოპერაციები უტარდებათ
- +

19 აპრილი. 2023. 15:33

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,  ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, მოძრავ საოპერაციო ბლოკში თვალის ოპერაციებს ატარებს. პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდებიან.

 

თვალის ოპერაციები დღეს 23 მოქალაქეს ჩაუტარდა, მათი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოვიდა.

 

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა. ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროგრამის სიკეთეებით ყოველდღიურად ასობით ადამიანი სარგებლობს. რისი ნათელი მაგალითი დღევანდელი დღეცაა, სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით მოქალაქეებს თვალის ოპერაციები ადგილზევე უტარდებათ. მანამდე ჩვენ „ოფთალმიჯთან“ ერთად გვქონდა უფასო გასინჯვები მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოვავლინეთ ის ადამიანები ვისაც ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდათ“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

 

სამედიცინო აქცია რუხის შემდეგ ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩატარდება. მომდევნო ეტაპზე კი რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner