საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგგულიევთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა არსებობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს. მხარეებმა განათლების ყველა საფეხურზე პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.