logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: თურმე კეზერას მძარცველობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლაფში უნდა ამოსვაროთ? იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე რას ამბობთ
- +

19 აპრილი. 2023. 20:16

 


თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს - თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კელი დეგნანისგანცხადებას გამოეხმაურა.

ამერიკის ელჩად წოდებულს, აწ უკვე პენსიონერების მძარცველის ადვოკატ - ქალბატონ კელი დეგნანს. თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს - თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა. თურმე კეზერას მძარცველობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და ქართველი მოსამართლეები კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლაფში უნდა ამოსვაროთ? იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე რას ამბობთ, რა დღეში ხართ...”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლოს სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში

right_banner right_banner
არქივი
right_banner