logo_geo
eng_logo
„საქართველო-ბელარუსს შორის ფარმწარმოებისა და კლინიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოება იგეგმება“
- +

1 სექტემბერი. 2016. 17:21



საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსს შორის ფარმწარმოებისა და კლინიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოება იგეგმება.



ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო და ფარმაცევტული საგამოფენო სივრცე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა, დელეგაციის წევრებს გაესაუბრა და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო.



მე დღეს მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და ვფიქრობ, ორი მთავარი მიმართულება რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას ეს იქნება ბელარუსული ფარმწარმოების, მედიკამენტების სპექტრის მნიშვნელოვანი გაზრდა, რადგან მათ დადასტურებულად ევროპული ხარისხი აქვთ და მეორე - კლინიკური მიმართულება - ონკოლოგია და ორგანოთა გადანერგვა", - განმარტა დავით სერგეენკომ.



ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.


 

ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის პოტენციური თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, რადგან ბელარუსის სახელმწიფომ დიდი მიღწევები განახორციელა, როგორც ფარმწარმოების, ისე კლინიკური მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც უკვე ძალიან კარგია, შეიძლება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner