logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

19 აპრილი. 2023. 21:23

 

იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. რატი ბრეგაძემ ღასან ხალილს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების დაცვას და იუსტიციის სამინისტროსათვის ამ სფეროში გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია.

რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა; ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და მათთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების გაფართოება; არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის პროექტები; მედიაციისა და განრიდების პროცესებში ჩართული პროფესიონალების გადამზადება.

მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner