logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე კელი დეგნანს: რატომ გგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუ რა სცენარი ვითარდება
- +

19 აპრილი. 2023. 22:29

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანისგანცხადებას, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში”.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ახლა ხომ დადგა ყველაფერი თავის ადგილზე! წამოვიდა დაკვეთა, მოიძებნენ შემსრულებლებიც. ისე, რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუ რა სცენარი ვითარდება”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლოს სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner