logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ და მასთან კოალიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სანდრო გირგვლიანზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ
- +

19 აპრილი. 2023. 23:32

 

„ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, გახარიას და ვაშაძის პარტიების წარმომადგენლებს სანდრო გირგვლიანზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ. ეს ამორალურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სანდრო გირგვლიანის გვარი ამ დღეების განმავლობაში არაერთგზის ახსენეს და ვინ არიან ეს ადამიანები - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და მათთან კოალიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები - ვაშაძის პარტია, „ლელო“, გახარიას პარტია. ისინი არიან სანდრო გირგვლიანის მკვლელები, რომლებმაც ხელი დააფარეს გირგვლიანის მკვლელობას. „ნაცმოძრაობის“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებს, ვინც პარლამენტში დეპუტატების დონეზე დღეს არიან წარმოდგენილები, ხმა აქვთ მიცემული პარლამენტში იმ კანონისთვის, რომლის საფუძველზეც შეუმცირდათ სასჯელი გირგვლიანის მკვლელებს და ისინი სხვისკენ იშვერენ ხელს, როდესაც საქმე გირგვლიანს და მისი მკვლელობის საკითხს ეხება. ამას ერთადერთი სახელი შეიძლება დაერქვას - უტიფრობა. ნაცმოძრაობის, ლელოს, გახარიას პარტიის, ვაშაძის პარტიის წარმომადგენლებს სანდრო გირგვლიანზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ. ეს ამორალურია“, - აღნიშნავს კობახიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner