logo_geo
eng_logo
პატრიარქი გონიოში დაკარგულ ჯარისკაცებზე: ჩვენ ვნახავთ მათ ჩვენს სახლებში
- +

1 სექტემბერი. 2016. 17:49



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი პატივის პატივსაცემად დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


პატრიარქი გონიოში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მივიდა, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები მოინახულა და დალოცა. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცები ოჯახებს დაუბრუნდებიან.


მე მოვედი იმისთვის, რომ თქვენთან ერთად აღვავლინო ლოცვა. ღმერთმა მალე გამოაჩინოს ისინი, შევწიროთ მადლობა უფალს, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდით დგას. მთელი საქართველო წუხს, რომ ჯერჯერობით ვერ ვნახეთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ ცოცხლებს ვიხილავთ. ღმერთმა დალოცოს ისინი და მალე დააბრუნოს საქართველოში. ღმერთი მოწყალეა და იმედია ჩვენი ლოცვა იქონიებს დიდ ძალას და ჩვენ ვნახავთ მათ ჩვენს სახლებში. ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა ილია მეორემ.


გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი პატივსაცემად გონიოში სამხედრო-საზღვაო ცერემონიალი გაიმართა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner