ავტორი ანა ფერაძე
„სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორთან" პარტიების საარჩევნო შანსებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძის და სხვა პარტიებს ნაკლები შანსი აქთ, რომ 5% -იანი ბარიერი გადალახონ. აქვე მამრაძემ აღნიშნა, რომ ბურჭულაძის განცხადებები სამარცხვინოა.
„რაც შეეხება პატარა პარტიებს, ვგულისხმობ პაატა ბურჭულაძის პარტიას, მისი პარტიის შექმნა პოლიტიკურად არასერიოზული ნაბიჯი იყო. ბურჭულაძე სამარცხვინო, არაპროფესიონალურ განცხადებებს აკეთებს.
ხაზს ვუსვამ, რომ დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს, როგორც გამოჩენილ ხელოვანს, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა და პოლიტიკა სულ სხვა რამ არის.
თვითონ ის ფაქტი, რომ ბურჭულაძე გაერთიანდა „გირჩთან" და გიორგი ვაშაძესთან, მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. მოგეხსენებათ, რომ ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან" წამოვიდნენ და ისე წამოვიდნენ, რომ შეფასებაც კი არ გააკეთეს ამ სადისტურ სისტემაზე, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს ყველაფერი პატივისცემას არ მატებს ბურჭულაძის პარტიას", - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.