logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო ცდილობს, საპარლამენტო კომისიის საშუალებით კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს მოქმედ მოსამართლეებზე
- +

20 აპრილი. 2023. 12:53

 

 

სწორედ ახლა, 2023 წელს, როცა 12 რეკომენდაციის სრულად შესრულებისკენ სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი, როცა ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი სიგნალები მოდის, გადაწყვიტა სტრატეგიულმა პარტნიორმა 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლისთვის, ყოველგვარი დასაბუთების და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე სავიზო შეზღუდვის (სანქციის) დაწესება,“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საინტერესოა, თუ რატომ ვერ მოახერხა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 2012 წლამდე სასამართლო სისტემაზე ინფორმაციის მიმოხილვა და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიწოდება. როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, სასამართლო სისტემის რეფორმების ოთხივე ტალღის განხორციელების მთავარი მხარდამჭერი, სწორედ აშშ იყო. გაუმჯობესებული შედეგების მიუხედავად კი, სტრატეგიულმა პარტნიორმა გადაწყვიტა, მოსამართლეებზე გავლენა მოახდინოს და ამა თუ იმ საქმეზე „ანგარიში მოითხოვოს“.

 

კელი დეგნანი: „ჩვენ ჩავატარეთ მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდეანუ 2012 წლამდე სასამართლო სისტემაზე ვერც ინფორმაცია მიმოიხილეს, ვერც შეაგროვეს და შესაბამისად ვერც სისტემაში ჩაუშვეს! სწორედ ახლა 2023 წელს, როცა 12 რეკომენდაციის სრულად შესრულებისკენ სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი, როცა ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი სიგნალები მოდის, გადაწყვიტა სტრატეგიულმა პარტნიორმა 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლისთვის, ყოველგვარი დასაბუთების და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე სავიზო შეზღუდვის (სანქციის) დაწესება.

 

სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღის განხორციელებისას სწორედ ამერიკა იყო მთავარი ფინანსური და სამართლებრივი მხარდამჭერი, ისევე როგორც 2012 წლამდე მოქმედი მოსამართლეების სისტემაში შენარჩუნების მხარდამჭერი. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით საქართველოს სასამართლო სისტემა არის რადიკალურად შეცვლილი, გახორციელებულმა რეფორმებმა გაათავისუფლა სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან, 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა, გაიზარდა მოსახლეობის ნდობა, მაგრამ მიუხედავად ამ ხელშესახები შედეგებისა რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

 

სამწუხაროდ ამ ფონზე სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო ცდილობს უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემაზე და რადგან თავად ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, ახლა ცდილობს რადიკალური ოპოზიციის ხელითშექმნას მტკიცებულები“, საპარლამენტო კომისიის საშუალებით კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს მოქმედ მოსამართლეებზე დაანგარიში მოთხოვოსამა თუ იმ საქმეზე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა და შესაბამისად სრულიად მიუღებელია. თუ ვინმეს, სტრატეგიულ პარტნიორს ან რადიკალურ ოპოზიციას ნამდვილად სურს სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება მაშინ უარი უნდა თქვან ორმაგ სტანდარტზე, ისაუბრონ მხოლოდ სიმართლე და წარმოადგინონ მტკიცებულები, სხვა შემთხვევაში ეს პროცესი მხოლოდ სასამართლოზენაციონალური მოძრაობისგავლენის დაბრუნების მცდელობა იქნება!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner