„ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის", - ასე შეაფასა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებული პროცედურის დაწყება.
როგორც გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის აღიარება და შრომის დაფასება, ასევე კიდევ ერთი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის კუთხით.
"ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ისტორიულ გარემოში, იქ სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის. ვფიქრობ, რომ ეს დაბრუნება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ჩვენ უფრო და უფრო მეტად, ყოველწლიურად ვხდებით უფრო მეტად დემოკარტიული სახელმწიფო", -განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.