logo_geo
eng_logo
გონიოში დაკარგული სამხედროების პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს
- +

1 სექტემბერი. 2016. 17:53



გონიოში ზღვაში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის პატივის მიგების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მცირე ზომის მცურავი საშუალებიდან ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. სამხედრო წესის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ზალპი დასცეს.



თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა გონიოში მიბრძანებისთვის და თანადგომის გამოხატვისთვის.



მთელი მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს სახელით პატრიარქს მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის. ეს არის თითოეული ჯარისკაცის მიმართ გამოხატული თანადგომა და უდიდესი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერას ამ დღეებში ვგრძნობდით საზოგადოების თითოეული წევრისგან, ეს არის გამოხატულება იმისა, რომ თითოეული ზრუნავს ჯარისკაცის ბედზე. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე თავდადებულ, ვაჟკაც ადამიანებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას და სამძიმარს ოჯახის წევრების მიმართ და ჩვენ სულ მათ გვერდით ვიქნებით.

საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ. გამოძიების პროცესში ჩართულია პროკურატურა და ახლო მომავალში მოვისმენთ სამართლებრივ შეფასებას", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner