logo_geo
eng_logo
რომან მუჩიაშვილი სოფლების მოსახლეობას შეხვდა
- +

1 სექტემბერი. 2016. 17:54



"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  პატარა ჩაილურის, დიდი ჩაილურისა და მანავის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.


 მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განცხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.


„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზიფიცირებულია  თითქმის ყველა სოფელი, ხოლო დარჩენილი სოფლები 2017 წლის ბოლომდე გაზიფიცირდება. იგება გზები, რეაბილიტაცია უტარდება არაერთ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას. ასევე დაინერგა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, ამის მიუხედავად გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს", - განაცხადა რომან მუჩიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner