logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ უნდათ დინების საწინააღმდეგოდ სვლა იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალონ
- +

20 აპრილი. 2023. 20:47

 

"მათ უნდათ დინების საწინააღმდეგოდსვლა იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებას, ანუ საქართველოს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან სასამართლოს შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ითხოვენ კომისიის შექმნას მაშინ, როდესაც ჩვენ წლის ბოლოს უნდა შეგვაფასოს ევროკომისიამ და თქვას რამდენად კარგად მივყვებით რეფორმებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ შეფასების კრიტერიუმებში არის სასამართლო. მათ აქვთ ოცნება დაამტკიცონ, რომ სასამართლოში უბედურება ხდება. სინამდვილეში არ ხდება, არც სტატისტიკის და არც კვლევებიდან გამომდინარე აღქმებისმიხედვით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი მესამედაც არ შედგა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner